რას გთავაზობთ?
კომპანია „ვაიზ ედვაისი“ წარმოადგენს ბიზნესზე ორიენტირებულ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მეწარმეებისა და კერძო პირებისათვის ქმნის მათი საქმიანობის მხარდამჭერ სამართლებრივ და ბიზნეს გადაწყვეტილებებს. ჩვენ წარმოვადგენთ გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მზადაა თქვენს ბიზნესს დაეხმაროს სანდო, გასაგები და კრეატიული რჩევების მიცემის გზით.
რა გამოგვარჩევს?
უშუალო, პერსონალური და მზრუნველი ურთიერთობა კლიენტებთან:
კლიენტებთან ამგვარი ურთიერთობის მთავარი მიზანია გამოიკვეთოს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური საჭიროებები, ისევე როგორც ზოგადი მიმართულებები, რათა ჩვენს მიერ შეიქმნას სტრატეგიული ხედვები მათ მიერ დასახული მიზნების მისაღწევად და აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება. ჩვენი გუნდის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა სწორად განსაზღვრონ კლიენტთა საჭიროებები და გაამართლონ მათი მოლოდინები. კლიენტების კონკრეტული საქმეების გარდა კომპანია „ვაიზ ედვაისი“ ახორციელებს ბიზნესს გარემოებების, სამართლებრივი დაბრკოლებების ან/და საგადასახადო რისკების წინასწარ შეფასებას და სთავაზობს კლიენტებს მათი გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატიულ გზებს, რომლებიც შესაბამისობაში არიან კლენტების მიზნებთან და რომლებიც უკეთ მოემსახურებიან მათ წარმატებული ბიზნესის წარმართვაში.
რისკების ობიექტურად შეფასება:
ფინანსური და სამართლებრივი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, განსაკუთრეთ მაშინ როდესაც ეს შეეხება სამართლებრივი დავის წარმოებას. შესაბამისად, ვიდრე დავიწყებდეთ იურიდიული მომსახურეობის გაწევას ან დავთანხმდებოდეთ დავის წარმოებაში წარმომადგენლობას, ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს კლიენტებს ესმით ყველა ის სარგებელი და რისკი, რომელიც თან ახლავს შეთავაზებული მოქმედებების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მოვაწოდოთ მათ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ თავად მიიღოს გადაწყვეტილება ყველა განსახორციელებელი ღონისძიების მიზანშეწონილობის თაობაზე. ჩვენ გვახასიათებენ, როგორც სწრაფი და ადეკვატური მომსახურეობის მიმწდებელ კომპანიას.
ხელმისაწვდომი და წინასწარ განსაზღვრული ხარჯები:
კომპანია „ვაიზ ედვაისის“ მიერ გაწული მომსახურეობა ყოველთვის მისი ღირებულების შესაბამისია. სერვისების ღირებულებისა და ხარჯების დაანგარიშებისას ვართ საკმაოდ მოქნილები. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კლეინტები, რომლებმა დაუკვეთეს მომსახურეობა არ ფლობენ ზუსტ ინფრორმაცია თუ რა ხარჯების გადახდა მოუწვთ მათ სანაცვლოდ. ეს კი გაუგებრობასა და უკმაყოფილებას იწვევს -იმ მდგომარეობას, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, რომ ჩვენმა კლიენტებმა განიცადონ. ამიტომაც, იქამდე ვიდრე შევუდგებოდეთ მომსახურეობის გაწევას ან დავთანხმდებოდეთ წარმომადგენლობას, ყოველთვის წინასწარ ვადგენთ მომსახურეობის მოცულობას და კლიენტს ვაცნობთ ყველა იმ ხარჯს, რომელიც გადასახდელი ექნება. ამით ვაძლევთ საშუალებას მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილება და ვრწმუდებით, რომ ყველა ფინანსური საკითხი სწორად არის გაგებული ჩვენი კლიენტების მიერ.
ჩვენი სერვისები
ჩვენ ვაერთიანებთ ქართველ და ევროპელ პროფესიონალთა გამოცდილებას იმისათვის, რომ თქვენამდე მოვიტანოთ იმ იურიდიული და ფინანსური სერვისების მრავალფეროვანი სპექტრი, რომელიც თქვენ ან თქვენს კომპანიას დაეხმარება განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. ჩვენ, როგორც ბიზნესზე ორიენტირებულ კომპანიას, კარგად გვესმის თქვენი ყოველდღიური საქმიანობის საჭიროებები. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და განვჭვრიტოთ ის სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებსაც შეიძლება შეეჩეხოთ თვენი საქმიანობის განხორციელებისას. ამიტომ ჩვენი მიზანია ჩვენს კლიენტებს თავიდან ავარიდოთ ისეთი სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ბიზნეს საქმიანობის არასათანადო დაგეგმვის ან/და კერძო პირებთან თუ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებთან დაურეგულირებელი ურთიერთობიდან. აღნიშნულისათვის კომპანია „ვაიზ ედვაისი“ გთავაზობთ იურიდიულ და ფინანსურ მომსახურეობებს, რომელთა ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა განხორციელდეს თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნებისმიერი სახით.
- ბიზნესი
- სამართალწარმოება
- კერძო პირებისთვის
- ფინანსური და სხვა მომსახურებები
Service Packages
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis,
კომპანიის დაფუძნება
უძრავი ქონება და დეველოპმენტი
სამართლებრივი აუდიტი
შერწყმები და გაერთიანებები
შრომითი ურთიერთობები
კონკურენციის სამართალი
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
გადახდისუუნარობა და რესტრუქტურიზაცია
გარიგებები
წარმომადგენლობა არბიტრაჟსა და მედიაციაში
ჩვენი დამკვეთები ჩვენზე
რატომ უნდა განვახორციელოთ ინვესტირება სლოვაკეთში
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სლოვაკეთს გააჩნია საუკეთესო ბიზნეს გარემო. მისი პოლიტიკურ ეკონომიკური სტაბილურობა გამყარებულია ევროოპული ვალუტა ევროთი, კონკურენტული საგადასახადო სისტემით და კვალიფიციური დასაქმებულებით, რომლებიც ცენტრალური ევროპის რეგიონში გამოირჩევიან მაღალპროდუქტიულობით ყველაზე ხელმისაწვდომ.
სლოვაკეთის ბიზნეს გარემოს მომხიბვლელობა დადასტურებულია ქვეყანაში განხორციელებული მუდმივად მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობით.
მიზეზები თუ რატომ უნდა ვაწარმოებდეთ ბიზნესს სლოვაკეთში შემდეგია:
• სლოვაკეთი არის ევროკავშირის, ევროზონის, შენგენის ზონის, ნატოს და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა;
• მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის გამო იგი მიიჩნევა უსაფრთო საინვესტიციო გარემოდ და მას გააჩნია სპეციალურად უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად შემუშავებული საინვესტიციო შეღავათები;
• სლოვაკეთს გააჩნია შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა ბიზნეს საქმიანობისათვის რადგანაც ევროპის ცენტრალური ნაწილია. მას ესაზღვრება პოლონეთი, უკრაინა, უნგრეთი ავსტრია და ჩეხეთის რესპუბლიკა. მისი დედაქალაქი ბრატისლავა არის ერთადერთი დედაქალაქი, რომელსაც ქალაქის საკადასტრო საზღვარი გააჩნია ორ სხვადასხვა ქვეყანასთან ავსტრიასთან (ქ. ვენა 60 კ.მ. დაშორებით) და უნგრეთთან (ქ. ბუდაპეშტი 250 კ.მ. დაშორებით).
• მისი განვითარებული და მუდმივად მზარდი ინფრასტრუქტურის გამო სლოვაკეთს გააჩნია კარგი საექსპორტო პოტენციალი. მისი ინფრასტრუქტურული ქსელი საშუალებას აძლევს ბიზნესს სწრაფად მიუდგეს როგორც ევროპის სხვა სწრაფადგანვითარებად რეგიონებს ასევე დასავლეთით მდებარე განვითარებად ქვეყნებს.
• სლოვაკეთს გააჩნია ინდუსტრიული მიწებისა და ოფისების ფართო არჩევანი;
• სლოვაკეთი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი შრომითი პროდუქტიულობის საკითში და განიხილება ათ მოწინავე ყველაზე მშრომელ ქვეყნებს შორის. ამას გარდა, სამუშაო ძალა სლოვაკეთში არის ადვილად ადაპტირებადი სხვადასხვა კულტურის და მენეჯმენტის სტილის მიმართ;
• სლოვაკეთი იკავებს მე-9 ადგილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციური ტექნოლოგიების მიღებაში, საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიურ სექტორს უჭირავს სლოვაკეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი რასაც ადასტურებს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წამომადგენლობები, როგორიცაა Dell, IBM, Lenovo, HP, AT&T და სხვა; .
• ბოლო ათი წლის განმავლობაში სლოვაკეთი არის მე-10 ადგილზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბიზნესის კეთების ლიდერებს შორის 2004-2013 წლების (მსოფლიო ბანკის) ანგარიშის მიხედვით. ის ასევე წარმოადგენსბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე სწრაფად მზარდ ევრო ზონის წევრ სახელმწიფოს.
გაეცანით ჩვენს სიაახლებს
ჩვენი კლიენტების წარმატება არის ჩვენი მომსახურების ხარისხის და პროფესიონალიზმის მაჩვენებელი. აქვე გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, იმის შესახებ თუ როგორ წარმოვადგენთ ჩვენი კლიენტების ინტერესებს და როგორ ვაქცევთ მათ ინოვაციურ იდეებს წარმატებულ ისტორიებად. მოცემულ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოწოდება წინასწარ შეთანხმებულია ჩვენს კლიენტებთან.
ეწვიეთ ჩვენს გვერდს და გაეცანით სიახლეებს.
სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, სამუშაო დოკუმენტაციის წარმოების და ტრანზაქციების ოპტიმიზაციის გზით,
ორწლიანი დაძაბული სამართლო ბრძოლის შემდეგ, რომელიც უკავშირდებოდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების
დაგვიკავშირდით დღესვე
თუ თქვენ გაქვთ თქვენს ბიზნესს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ან/და ნებისმიერი სხვა საკითხი და არ ხართ დარწმუნებულები თუ როგორ გადაჭრათ იგი, დაგვიკავშირთი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
ჩვენი ჯგუფის წევრები შეგეხმიანებიან, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენი სურვილის შესაბამისად ჩანიშნავენ ონლაინ ან პირისპირ შეხვედრას.
მივესალმებით შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი საქმე და მოგცეთ რჩევა თუ როგორ შეიძლება მიჰყვეთ მას ჩვენი მხარდაჭერით.
დაგვიკავშირდით დღესვე
თუ თქვენ გაქვთ თქვენს ბიზნესს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ან/და ნებისმიერი სხვა საკითხი და არ ხართ დარწმუნებულები თუ როგორ გადაჭრათ იგი, დაგვიკავშირთი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
ჩვენი ჯგუფის წევრები შეგეხმიანებიან, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენი სურვილის შესაბამისად ჩანიშნავენ ონლაინ ან პირისპირ შეხვედრას.
მივესალმებით შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი საქმე და მოგცეთ რჩევა თუ როგორ შეიძლება მიჰყვეთ მას ჩვენი მხარდაჭერით.