ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა მომსახურებები

უძრავი ქონება და დეველოპმენტი

უძრავი ქონების ბიზნესი ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან სექტორს წარმოადგენს. თუმცა უძრავი ქონების გარიგებები და მისი დაფინანსება საკმაოდ კომპლექსური საქმეა, განსაკუთრებით მაშინ თუ გარიგებაში ჩართულია რამდენიმე მხარე და დიდი ოდენობის ფულადი რესურსების გამოყენება ხდება. მრავალწლიანმა იურიდიული მომსახურეობის პრაქტიკამ გვასწავლა, რომ უძრავი ქონების გარიგებებიდან გამომდინარე რისკების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საკუთრების უფლების სამართლებრივი შეფასებითა და გარიგების  განცორციელების სათანადო დაგეგმვით, რომელსაც იურისტები უზრუნველყოფენ.

ჩვენი სერვისები ძირითადად მოიცავს ისე მომსახურეობებს, როგორიცაა:

  • სამართლებრივი შესწავლის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საკუთრების უფლების შეუფერხებელი გადაცემა და განხორციელდეს იმ რისკების შეფასება რომლების შესაძლოა ახლდეს კონკრეტლ უძრავი ქონების გარიგებას;
  • კონსულტაციების გაწევა უძრავი ქონების შეძენის, იჯარით გაცემის ან სხვაგვარი გამოყენების საკითხებზე;
  • შენობა ნაგებობებისა და სხვა არასაცხოვრებელი ფართების საოფერაციო და ფინანსური ლიზინგი, ფუნქციონირება და უძრავი ქონების ადმინისტრირება;
  • უძრავი ქონების იპოტეკითა და სერვიტუტით დატვირთვა;
  • უძრავი ქონების რეგისტრაციუბტან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობა;
  • უძრავი ქონების გეგმარების (გაყოფა-გაერთიანების) სტატუსის, ზონირების, სპეციალური გამოყენებისა და სხვა უფლებების მოპოვება;
  • უძრავი ქონების განვიტარების პროექტების კომერციული, ფინანსური და სამშენებლო საკითხების კორდინირება და მოგვარება;
  • რჩევების მიცემა და დოკუმენტების შედგენა დეველოპერული პროექტის საუკეთესო ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნის მიზნით;
  • უძრავი ქონების დეველოპმენტისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენა საკანონმდებლო და განვითარების მოთხოვნების ერთობლივი გათვალისწინებით, ასევე დეველოპმენტისათვის აუცილებელი ნარდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ჩათვლით;
  • უძრავი ქონების შეძენის გარიგების სტრუქტურირება როგორც მიწის ნაკვეთებისათვის ასევე არსებული შენობა-ნაგებობებისათვის;
  • დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების შედგენა ნებისმიერ ჩართული მხარისათვის უძრავი ქონების კერძო თუ სახელმწიფო სარგებლობის და მისი განვითარებისათვის აუცილებელი კომუნალური მომსახურეობებისა ან/და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ჩვენი ჯგუფი იყენებს მის მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, იმისათვის რომ თითოეულ კლიენტს დაეხმაროს უძრავი ქონების დეველოპმენტის სფეროში საქმიანობის განხორციელებაში. მიუხედავად უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტის განხორციელების ეტაპისა იურისტებს კომპანია „ვაიზ ედვაისიდან“ შუძლიათ   დააზუსტონ და ხელი შეუწყონ თქვენი პროექტის წარმათებით დასრულებას.

ჩვენს იურისტები ზედამხედველობას უწევდნენ უამრავ მცირე თუ დიდი მოცულობის მქონე უძრავი ქონების გარიგებებს. პირველი პროექტების მომზადებიდან დაწყებული შემოთავაზებული პირობების განხილვის ჩათვლით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი კლიენტების ინტერესები უპირატესად იქნეს გათვალიისწინებული. ჩვენ გაგვაჩნია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხების დეტალური ცოდნა. ამასთანავე, უძრავი ქონების სექტორის მონაწილეებთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა და კონტაქტების ფართო ქსელი, შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორ ჩვენი სერვისის დამატებითი ბენეფიტი ამ სექტორში ახალად შემომსველი კლიენტების მიერ.

არ იცით, ჩვენი რომელი სერვისი გესაჭიროებათ?

Back to top

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

სანამ გახვალთ!

უკვე დაათვალიერეთ ჩვენი სერვისები? იქნებ შეგვიძლია, რომ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ?