საკუთრების უფლების დაცვასა და სათანადო განხორციელებას განსაკუთრებული ადგილი უკავია საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის ზოგად უფლებათა და თავისუფლებათა შორის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ბიზნესისათვის საჭირო კონსალტინგური საქმიანობის განხორციელებაზე, კერძო პირებს გამორჩეულად სთავაზობს მათ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ სრულ იურიდიულ მომსახურეობას. უძრავი ქონების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის წევრებს შეუძლიათ გაგიწიოთ სრულყოფილი იურიდიულ-ფინანსური საკონსულტაციო მომსახურეობები შემდეგ საკითხებზე:
- უძრავი ქონების შეძენისას, (იქნება ეს მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი თუ ბინა), შესაძენ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებრივი მგომარეობის დეტალური შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისათვის (ნასყიდობა, ქირავნობა) შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
- თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კერძო პირებსა თუ ბიზნეს ორგანიზაციაზე გაქირავებისას, ქირავნობის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა, საგადასახადო დაბეგვრის განსაზღვრა და ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება;
- დეველოპერული კომპანიისაგან მშენებარე ბინისა ანდა საცხოვრებელი სახლის შეძენისას შემოთავაზებული ხელშეკრულების გადახედვა, რისკების შეფასება, კომპანიასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და თქვენი ინტერესების გათვალისწინებით მის მოდიფიცირება;
- თვქენს საკუთრებაში არსებული ან/და თქვენთვის საინტერესების მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე სამართლებრი შეფასების მომზადება;
- თქვენს საკურებაში არსებული უძრავი ქონების დეველოპერული განვითარების შესაძლებლობის შესახებ კონსულტაციების გაწევას ან/და თქვენი ქონების მიმართ კონკრეტული დეველოპერული შეთავაზების პირობების განხილვა, რისკების შეფასება და მოლაპარაკეკებში მონაწილეობა;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საზიარო უფლებების თაობაზე კონსულტაციების გაწევა;
- კონსულტაცია მეუღლეთა თანასაკუთრების საკითხებზე;
- კონსულტაციას უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების ან/და თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების ჩუქების ან მეკვიდრეობის გადაცემის თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
- თქვენი უძრავ-მოძრავი ქონების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისას იპოთეკის და გირანობის ხელშეკრულების გადახედვა და რისკების თაობაზე ინფორმირება.
- სამეზობლო ურთიერთობებში წარმომადგენლობა და თქვენი ინტერესების დაცვა, როგორც კერძო პირებთან მოლაპარაკებებისას, ასევე სახელმწიფო ორგანოებში.