ჩვენ მივიჩნევთ, რომ დავის გადაწყვეტისათვის სასამართლოს მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როდესაც ეს ჩვენი კლიენტის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება. ჩვენი შეფასებით სასამართლოში საქმის წამოება შეიძლება იყოს საკმაოდ ხანგრძლივი, ძვირი და მოუხერხებელი, სწორედ ამიტომ ვცდილობთ შევთავაზოთ ხოლმე ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ბუნდოვან რისკებს და ხარჯებს ბიზნესისათვის. შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ჩვენს კლიენტებს, რომ როდესაც ამის საშუალებაა დავის გადასაწყვეტად მიმართონ არბიტრაჟს ან მედიაციას.
არბიტრაჟი
არბიტრაჟი სასამართლოში საქმის წარმოების საუკეთესო ალტერნატივაა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დავაში ჩართული მხარეები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. შესაბამისად, ჩვენი კლიენტებისათვის ხელშეკრულებების შედგენისას, დავის გადაწყვეტის მექანიზმად ჩვენც უმეტესწილად სწორედ არბიტრაჟს ვირჩევთ ხოლმე, რათა მხარეს ავარიდოთ ხანგრძლივი და ბუნდოვანი სასამართალ წარმოება ადგილობრივ სასამართლოებში. ჩვენ საკმაოდ კარგი ცოდნა გაგვაჩნია საერთაშორისო და ადგილობრივი საარბიტრაჟო სისტემის თავისებურებებისა და საარბიტრაჟო დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე და შეგვიძლია წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები არბიტრაჟის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე:
- საარბიტრაჟო სარჩელის ან საარბიტრაჟო განაცხადის შედგენისას;
- საარბიტრაჟო დავისათვის არბიტრთა საუკეთესო კანდიდატების შერჩევისათვის;
- სხდომებამდე მოკვლევის ან/და სათანადო ექსპერტთა დაქირავებისას;
- საარბიტრაჟო სხდომებსა და პროცედურულ მოსმენებზე;
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა/აღსრულებისას;
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილობისა ან/და ცნობა აღსრულებაზე უარის თქმის საჩივრის წარმოებისას.
ჩვენი კომპანიის მონაწილეობით წარმატებით იქნა განხილული რამოდენიმე საარბიტრაჟო დავა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, როგორც წესი საბოლოოა და მისი გაუქმება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, მაინც მოვახერხეთ ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ რამდენიმე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება.
მედიაცია
კონფლიქტის არსებობისას მედიაცია არის უნიკალური საშუალება, რომელიც გვეხმარება გამოვძებნოთ ასეთი კონფლიქტის გადაჭრის ჩვენეული გზები. მოსამართლისა და არბიტრისაგან განსხვავებით, რომელთა გადაწყვეტილებით ერთი მხარე ხდება გამარჯვებული, ხოლო მეორე წაგებული, მედიაცია მიზნად ისახავს ისეთი გამოსავლის მოძებნას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კლიენტები აირჩევენ მედიაციას, მთელი პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან გამორჩეული მომსახურეობით ჩვენი კომპანიის პარტნიორის მიერ, რომელიც თავადაც გამოცდილ მედიატორს წარმოადგენს, დაწყებული მიუკერძოებელი და სანდო მედიატორთა არჩევის პროცესიდან, თავად მედიაციის სხდომებში მონაწილეობის სახით. მედიაციის პროცესში მისი მონაწილეობა უზრუნველყოფს მოლაპარაკებების ნაყოფიერად წარმართვას, რასაც საბოლოოდ მოჰყვება ხოლმე ორივე მხარისათვის მისაღები გამოსავლის პოვნა.