რატომ სლოვაკეთი
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სლოვაკეთს გააჩნია საუკეთესო ბიზნეს გარემო. მისი პოლიტიკურ ეკონომიკური სტაბილურობა გამყარებულია ევროპული ვალუტა ევროთი, კონკურენტული საგადასახადო სისტემით და კვალიფიციური სამუშაო ძალით, რომლებიც ცენტრალური ევროპის რეგიონში გამოირჩევიან მაღალპროდუქტიულობითა ყველაზე ხელმისაწვდომი დასაქმების ხარჯებით.
სლოვაკეთის ბიზნეს გარემოს მომხიბვლელობა დადასტურებულია ქვეყანაში განხორციელებული მუდმივად მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობით.
მიზეზები თუ რატომ უნდა ვაწარმოებდეთ ბიზნესს სლოვაკეთში შემდეგია:
• სლოვაკეთი წარმოადგენს ევრო კავშირის წევრი სახელმწიფოს;
• ევრო ზონის და შენგენის ზონის წევრ სახელმწიფოს (ორიდან ერთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში);
• NATO-სა და OECD-ი წევრი სახელმიწიფოს;
• საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს სახელმწიფოს;
• გააჩნია უსაფრო საინვესტიციო გარემო და პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა:
• მისი გეორგაფიული მდებარეობა ქმნის საუკეთესო საექსპორტო პოტენციალს;
• უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ყველაზე სწრაფად მზარდი ევრო ზონის ქვეყანაა;
• ბოლო ათი წლის მანძილზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბიზნესის კეთების ლიდერებს შორისაა 2004-2013 წლების (მსოფლიო ბანკის) ანგარიშის მიხედვით.
• ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია შრომითი პროდუქტიულობის მიხედვით (OECD);
• მისი სამუშაო ძალა ადვილად ადაპტირებადია სხვადასხვა კულტურის და მენეჯმენტის სტილის მიმართ;
• მე-9 ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებასა და მაღალი ინოვაციური განვითარების პოტენციალით;
• გააჩნია ინდუსტრიული მიწებისა და ოფისების ფართო არჩევანი;
• ასევე გააჩნია მუდმივად მზარდი ინფრასტრუქტურული ქსელი;
• და მომხიბლავი საინვესტიციო შეღავათები.
სათაო ოფისები სლოვაკეთში
სლოვაკეთი ევროპის გულია. მას ესაზღვრება პოლონეთი, უკრაინა, უნგრეთი ავსტრია და ჩეხეთის რესპუბლიკა. მისი ინფრასტრუქტურული ქსელი საშუალებას აძლევს ბიზნესს სწრაფად მიუდგეს როგორც ევროპის სხვა მაღალ განვითარებულ რეგიონებს, ასევე დასავლეთით მდებარე განვითარებად ქვეყნებს. ამასთან თუ ავიღებს 1000 კილომეტრიან რადიუს დედაქალაქი ბრატისლავადან მომხმარებელთა რაოდენობა რომელსაც ეს რადიუსი დაფარავას 300 მილ.-ს გადააჭარბებს და 2000 კილომეტრიანი რადიოუსი 600 მილიონს.
სლოვაკეთს აქვს ბევრი ბიზნესს უპირატესობები, ისეთები როგორიცაა ნაკლები სახელფასო ხარჯები ნიჭიერი, ადაპტირებადი და განათლებული სამუშაო ძალისათვის,
ცხოვრება და მუშაობა სლოვაკეთში
ქალაქი ბრატისლავა გეოგრაფიულად და კულტურულად ევროპის შეაგულს წარმოადგენს. მისი ხელსაყრელი მდებარეობა მას არამხოლოდ კულტურათა გაერთიანების, არამედ ასევე კომერციულ და სავაჭრო ჰაბად აქცევს. ამასთა, როგორც დედაქალაქი გვთავზობს კოსმოპოლიტენისათვის დამახასიათებელ უპირატესობებს სადაც ცხოვრება მოსახერხებელი და კომფორტულია. მისი მოსახლეობა დაახლოებით 450 000 კაცს შეადგენს და ამასთან იგი ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქად მიიჩნევა. იგი არის ერთადერთი დედაქალაქი ევროპაში, რომელსაც ქალაქის საკადასტრო საზღვარი გააჩნია ორ სხვადასხვა ქვეყანასთან ავსტრიასთან (ქ. ვენა 60 კ.მ. დაშორებით) და უნგრეთთან (ქ. ბუდაპეშტი 250 კ.მ. დაშორებით).
სლოვაკეთს გააჩნია საკმაოდ მცირე შრომითი ბაზარი და უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია Visegrad-ის ჯგუფის ქვეყნებს შორის. და მაინც სლოვაკეთი უცხოელებს სთავაზობს ბევრ საინტერესო დასაქმების შესაძლებლობას. ევროკავშირის მოქალაქეებს არ სჭირდებათ მუშაობის უფლება იმისათვის რომ დასაქმებულები იყვნენ სალოვაკეთში, თუმცა მათ საგადასახადო მიზნებისათვის სჭირდებათ, რომ ქონდეთ თანხმობა მუდმივ ბინადრობაზე. არა-ევრო კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე დასაქმებულებს კი სჭირდებათ შრომის ოფისიდან მუშაობის უფლებისა და უცხოელთა პოლიციის დეპარტამენტიდან ბინადრობის უფლების მოპოვება.