ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა მომსახურებები

საგადასახადო დავები

როგორც პროფესიონალი ფინანსისტებისა და იურისტების გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მუდმივ კლიენტებს თავიდან ავაცილოთ ბუღალტერიის წარმოებისას ან/და საგადასახადო ანგარიშგებისას ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც საგადასახადო ორგანიების მხრიდან შეიძლება განხილული იქნეს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევად ან გამოიწვიოს დამატებითი გადასახადების დარიცხვა. თუმცა თუ თქვენ არ სარგებლობთ ჩვენი ფინანსური და იურიდიული მომსახურეობით და გაქვთ გარკვეული სადაო საკითხები საგადასახადო ორგანოებთან, საუკეთესო გუნდი, რომელიც შეიძლება დაიქირაოთ მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად ვაიზ ედვაისის გუნდია.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ სადაო საგადასახადო საკითხის ადრეულ ეტაპზე და სწრაფად გადაჭრა საუკეთესო სტრატეგიაა, ამიტომ სადაო საკითხის განხილვას ვიწყებთ თავად ადმინისტრაციული ორგანოს კერძოდ კი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებით. ჩვენს კლიენტებს წარმოვადგენთ აუდიტორ/ბუღალტრებისა და იურისტებისაგნ დაკომპლექტებული ჯგუფით, რომელთაც გააჩნიათ გამორჩეული უნარები საპირისპირო მოსაზრება წარმოადინონ საფუძვლიანი და ძლიერ არგუმენტებით. საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებების ექსპერტული ცოდნა გვეხმარება დავარწმუნოთ საგადასახადოს უფლებამოსილი პირები ჩვენი არგუმენტების სისწორეში, რომელმაც შესაძლოა  მიგვიყვანოს ჩვენი კლიენტისათვის ხელსაყრელ საგადასახადო შეთანხმებამდე. თუმცა თუ დავის გაგრძელება იქნება საჭირო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის გზით, ჩვენს იურისტებს გააჩნიათ საგადასახადო დავების მხოლოდ წარმატებით დასულების გამოცდილება.

ჩვენ შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ მოგებული გვაქვს უკლებრივ ყველა საგადასახადო დავა, რომელთა შედეგადაც ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ ბათილად იქნა ცნობილი რამოდენიმე მილიონის ოდენობის გადასახადის დაკისრების თაობაზე საგადასახადო ორგანოების მიერ მიღებული ბრძანებები.

არ იცით, ჩვენი რომელი სერვისი გესაჭიროებათ?

Back to top

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

სანამ გახვალთ!

უკვე დაათვალიერეთ ჩვენი სერვისები? იქნებ შეგვიძლია, რომ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ?