ჯერ კიდევ რომის სამართლის უძველესი პრიციპი pacta sunt servanda-ს ადგენდა, რომ ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შესრულდეს. თუმცა ეს პრინციპი არაფერს ამბობდა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ჩვეულებრივ, ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს გააჩნიათ ხოლმე ხელშეკრულების პრინციპების დაცვის და მისი პირობების შესრულების გულრწფელი განძრახვა. იგივე შეიძლება ითქვას ზეპირი ხელშეკრულებების თაობაზე. თუმცა მომავლის გარკვეულ ეტაპზე მხარის აღნიშნული განძრახვა შესაძლოა შეიცვალოს თუ ადგილი ექნება ახალ გაუთვალისწინებელ გარემოებებს ანდა თუ აღმოჩნდება, რომ მხარეთა წარმოდგენები ხელშეკრულების პირობების თაობაზე მნიშვნელოვნად განსხავდება და არ ყოფილა გარკვევით შეთანხმებული.
ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს დაარწმუნოს მისი კლიენტები, რომ ყველა სახის ხელშეკრულება დეტალურად უნდა იქნეს მოლაპარაკებული და გაფორმებული არა ზეპირი არ
ამედ წერილობითი ხელშეკრულების სახით. აღნიშნულის მიზეზი არა იმდენად ნდობის ნაკლებობაა, რამდენადაც ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა და იმაში დარწმუნება, რომ მხარეთა წარმოდგენები ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით შეესაბამება ერთმანეთს. ამას გარდა, ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილი სირთულეებისა და დაბრკოლებების შემთხვევებისათვის, წერილობითი ხელშეკრულება ჩვეულებრივ გვთავაზობს ხოლმე მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხარეებს აღარ უწევთ დამატებით მოლაპარაკებებში დროის დაკარგვა გამოსავლის მოსაძებნად ან/და იმ პირობებზე დამატებით შესათანხმებლად, რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს ხელშეკრულების გაუქმებას, ვადამდე მოშლას ან ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევისას დაზარალაბული მხარისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრას. როგორც წესი, ხელშეკრულებები, რომლებიც მომზადებულია გამოცდილი იურისტების მიერ ითვალისწინებს გადაწყვეტას ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სირთულისათვის.
სწორედ ამიტომ კარგი ხელშეკრულების შედგენა, ყოველთვის დაკავშირებულია კომპლექსურ საკითხებთან, რომელთა გათვალისწინება და დაბალანსება ვერ იქნება უზრუნველყოფილი უშუალოდ მხარეების ან სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ. თუმცა კომპანია „ვაიზ ედვაისი“ გთავაზობთ ხელშეკრულებების შედეგენას თქვენი ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებითა და თქვენზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებით.
ჩვენს მიერ ხშირად მომზადებული ხელშეკრულებები მოიცავს:
- ნასყიდობის ხელშეკრულებას;
- სესხის ხელშეკრულებას;
- ქირავნობასა და იჯარის ხელშეკრულებას;
- გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს;
- ნარდობის ხელშეკრულებას,
- გადაზიდვას და ექსპედიციას,
- ფრენშაიზინგის ხელშეკრულება,
- ლიცენზიით სარგებლობის ხელშეკრულებას,
- გარიგებებს პარტნიორთა შორის სხავდასხვა კორპორატიულ საკითხებზე და სხვა.
ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ ნებისმიერ ბიზნეს გარიგებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლიც შესაძლოა არ ემთხვეოდეს ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში აღნიშნულს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხელშეკრულებების ტიპებს.