ბიზნესის მართვა კომპლექსური საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ცალკეული პირებსა და კომპანიებს შორის დავის წარმოშობამდე. როდესაც ჩვენი კლიენტები რაიმე მსგავსი სახის დავას შეეჩეხებიან ხოლმე, ჩვენს იურისტებს შეუძლიათ მხარდაჭერა აღმოუჩინონ მათ საუკეთესო სტრატეგიის შერჩევისა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე ნათელი წარმოდგენის შექმნით. ჩვენს კლიენტებს ასევე დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით პროცედურული საკითხების, დროისა და პროცესთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯების თაობაზე, რათა დავის წარმოებასთან დაკავშირებით შეევქმნათ სწორი მოლოდინები. გარდა ამისა, სადაც ეს შესაძლებელია ჩვენი ადვოკატები იყენებენ ბიზნესს მოკლაპარაკების წარმოების გამოცდილებას, რათა ჩვენი კლიენთებისათვის მიღწეული იქნეს შეთანხმება ან/და მთლიანად თავიდან იქნეს აცილებული დავის წარმოება. მაშინაც კი როდესაც ოროენტირებულები ვართ სასარჩელო წარმოების განხორციელებაზე, ჩვენ ვიცით თუ როგორ მივუდგეთ დავას სტრატეგიულად, რათა უზრუნველყოფილი იყოს წარმატების მიღწევა, მიუხედავად სამართლებრივი საფუძვლებისა და ფაქტობრივი მოცემულობისა. ჩვენი პროფესიული გამოცდილება უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგების მიღწევას მინიმალური ფინანსური და იურიდიული რისკებით.
ჩვენი ადვოკატები მზად არიან წარმომადგენლობა გაგიწიონ ბიზნესს საქმიანობასთან დაკავშირებულ ქვემოთ ჩამოთვლი(და არამხოლოდ) სახის დავებში:
- ხელშეკრულებების დარღვევა;
- შრომითი დავები;
- აქტივების დაცვა;
- პარტნიორობასა და ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებული დავები;
- ხელმძვანელ პირთა ვალდებულებების დარღვევა;
- წილის ფლობისა ან აქციონერობიდან გამომდინარე მოთხოვნები;
- სასეხო და კრედიტორთა მოთხოვნებიდან გამომდინარე დავები;
- კონკურენციის წესების მოთხოვნათა დარღვევა;
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევა და სხვა
ამასთანავე, ვინაიდან წარმოვადგენთ უძრავი ქონების გარიგებებში ჩართულ ყველა მონაწილე მხარეს. ჩვენი საპროცესო წარმომადგენლობა მოიცავს ისეთ დავებს, როგორიცაა საკუთრების უფლების მოპოვება, მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და სხვა სანივთო უფლებების განსაზღვრა, მეიჯარესა და მოიჯარეს შორის დავებს, სამშენებლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს და სხვა.