სავაჭრო წარმომადგენლობა სლოვაკეთში
ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ყველა სახის ბიზნეს საქმიანობაში სლოვაკეთსა ან ევროკავშირში.
ჩვენი მომსახურება ძირითადად მოიცავს:
- დახმარება დაფინანსების წყაროს მოძიებაში, დაგეგმარებაში, მიწოდების და ექსპორტ-იმპორტის ჯაჭვის აყწობასა და მის გაზრდაში;
- ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების აუთსორსინგი;
- დახმარება საბაჟო ოპერაციების განხორციელებაში;
- კომპანიის დაარსება, მის წარმომადგენლობა და მისი საქმიანობის შესაბამისად წარმართვა;
- კონსულტაციების გაწევა სათანადო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით;
- დახმარება საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებში;
- იურიდიული პირების წარმომადგენლობა სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში მონაწილეობისას.
ლიცენზირება სლოვაკეთში
ჩვენ ვუწევთ ჩვენს კლიენტებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, სრულყოფილ მომსახურებას ბიზნესის დაწყებაში. ფიზიკურ პირებს შეუძლიათ საკუთარი საქმიანობა განაგრძონ როგორც ინდივიდუალურმა მოვაჭრეებმა (ფიზიკური პირი – მეწარმე), სავაჭრო რეესტრში რეგისტრაციის და ადგილობრივი სავაჭრო ლიცენზიების გამცემი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სავაჭრო ლიცენზიის საფუძველზე. სავაჭრო ლიცენციები ერთდროულად აუცილებელია იურიდიული პირის კომერციული საქმიანობის (ბიზნეს საქმიანობის სფერო) კომერციულ რეესტრში რეგისტრაციისათვის.
ჩვენი მომსახურება ძირითადად მოიცავს:
- საკონსულტაციო მომსახურება კომერციული საქმიანობისათვის შესაბამისი სავაჭრო ლიცენზიის მისაღებად;
- ფიზიკური პირისათვის, მეწარმესათვის, ყველა საჭირო დოკუმენტების მომზადება შესაბამისი სავაჭრო ლიცენზიის მისაღებად;
- იურიდიული მომსახურეობა კომპანიების შექმნისა და რეგისტრაციისათვის, რაც მოიცავს სავაჭრო ლიცენზიის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას;
- უცხოელთათვის, ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მიზნით, სრულყოფილი იურიდიული მომსახურება ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.
საბაჟო ოპერაციები სლოვაკეთში
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს პროფესიონალურ დახმარებას საბაჟო ოპერაციების განხორციელებაში, რაც გადამწყვეტია სატრანსპორტო ოპერაციების შეუფერხებელი ოპერირებისათვის და დაგვიანებისა და დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად . ჩვენ ვთანამშრომლობთ ექსპერტებთან, რომლებსაც მჭიდო კავშირი აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან და ვუზრუნველყობფთ უახლესი მარეგულირებელი დებულებების შესაბამის და ზუსტ საბაჟო მომსახურებას.
ჩვენი მომსახურება ძირითადად მოიცავს:
- პროცედურების გამარტივების მიზნით შესაბამისი მოთხოვნების შექმნა და დამუშავება;
- საჭირო დოკუმენტაციების შექმნა და წარდგენა შესაბამის უწყებებში;
- იმპორტის დამუშავება
- ექსპორტის დამუშავება
- INTRASTAT ფორმების შესაბამისად შევსება და წარდგენა;
- დახმარება საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში – აუდიტი, თანხის დაბრუნების პროცედურები, დღგ-ს დაბრუნება და ა.შ.
- სხვა საჭირო მომსახურებების გაწევა.
ტენდერები სლოვაკეთში
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს პროფესიონალურ დახმარებას სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში მონაწილეობისას, რაც ითვალისწინებს შედეგის შესაბამისი კონტრაქტების გაფორმებას კონკრეტულ საჯარო სექტორთან. ჩვენს ვუზრუნველყოფთ ჩვენს კლიენტებს დახმარებით სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მთლიან პროცესში.
ჩვენი მომსახურება ძირითადად მოიცავს:
- ზოგადი იურიდიულ კონსულტაციას ადგილობრივ და ევროპულ სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებით;
- სატენდერო მოთხოვნების საერთო შეფასებას და სახელმწიფო შესყიდვების შეთავაზების მომზადებაში დახმარება;
- ევროპის სხვა ქვეყნებში იურიდიული პირების წარმომადგენლობა სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში მონაწილეობისას;
- საკონტრაქტო დოკუმენტაციებისა და პირობების ანალიზი და მომზადება;
- დახმარება რისკების მენეჯმენტსა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დაცვის უზრუნველყოფაში.
- მოლაპარაკებების წარმოება შესაბამის სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
- დახმარება კონტრაქტორების ჯგუფთან ან ფინანსურ ინტიტუტებთან (ბანკებთან) შესაბამისი ურთიერთობების დამყარების მიზნით;
დახმარება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.