ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა მომსახურებები

შრომითი ურთიერთობები

ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ბიზნესის ფუნქციონირებისა და განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას. თუმცა შრომითი ურთიერთობები საკმაოდ რთული და კომპლექსურია, ვინაიდ ასეთი ურთიერთობა მის მონაწილეებს სხავდასხვა სახის უფლებებსა და მოვალეობებს აკისრებს. მაგალითად ხელფასის გადახდის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უზრუნველყოს ადეკვატური და უსაფრთხო შრომითი პირობებით; უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაზღვევით; პროფესიული განვითარების შესაძლებლობით და სხვა. თავის მხრივ დასაქმებულიც, მისი ფუნქციების შესრულების გარდა, ასევე მოვალეა დაემორჩილოს კომპანიის შიდა რეგულაციებს და უზრუნველყოს დამსაქმებლის ქონებისა და სხვა არამატერიალური ქონებრივი აქტივების დაცვა. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში ბევრი ისეთი საკითხი შეიძლება წარმოიშვას, რომელთა გადაჭრა პროფესიონალთა ჩარევას საჭიროებს. მაგალითად: დაქირავებულმა პირმა მისი მოქმედებით ან თუნდაც უმოქმედობით შესაძლოა ზიანი მიაყენოს დამქირავებლის ქონებას, უფრო მეტიც დამქირავებელს შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს მესამე პირთათვის მიყენებული იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მათი თანამშრომლების მოქმედებითა თუ უმოქმედობით არის გამოწვეული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს წინასწარ გაფორმებული ისეთი დოკუმენტები, რომლებიც ნათლად და დეტალურად არეგულირებენ შრომით ურთიიერთობებს.

ამასთანავე, შრომითი ურთიერთობები საკმაოდ მკაცრად არის რეგულირებული სახელმწიფოს მიერ და ეს რეგულაციები მუდმივად იცვლება. უმეტეს შემთხვევებში ასეთ ცვლილებებს თან ახლავს   შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი დოკუმენტაციის დახვხვეწის ან/და დოკუმენტაციის დამატებითი წარმოების მოთხოვნების შესრულების ვალდებულება.  ასეთი მოთხოვნების შეუსრულებლობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს მარეგულირებელ ორგანოთა მხრიდან სხვადასხვა სახის სანქციების და ჯარიმების დაკისრებაც კი.

დასაქმებულებთან  მოწესრიგებული და ჰარმონიული შრომითი ურთეერთობების უზრუნველსაყოფად გთავაზობთ:

  • თქვენი ბიზნეს საქმიანობის მოთხოვნების გათვალისწინებით საუკეთესო მოდელის შერჩევას დამქირავებელსა და დაქირავებულ პირს შორის ურთიერთობისათვის;
  • სპეციალურად თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული შრომითი ხელშეკრულებები პროექტების შექმნას;
  • კომპანიის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და სხვა კომპანიის შიდა მარეგულირებელი  დოკუმენტების შემუშავება, შეცვლა ან გაუმჯობესება, როლებიც აწესებენ დასაქმებულთა უფლება-მოვალეობებს და შრომით პირობებს;
  • ცალკეულ პროფესიონალთა მომსახურეობით სარგებლობისათვის მოკლევადიანი მომსახურეობის ხელშეკრულებების პროექტების შედგენას;
  • კონკურენციის აკრძალვისა და ისეთი შეთანხმებების შედგენას, რომლებიც დაკავშირებულია დამსაქმებლის კომერციული საიდუმლოებების დაცვასთან;
  • დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული დოკუმენტების ისეთების, როგორიცა შინაგანაწესი ან/და ეთიკის კოდექსი და სხვათა შექმნას, დახვეწას ან მოდიფიკაცირებას;
  • კონსულტაციების გაწევას დასაქმებულთა სამუშაო დროს, ზეგანაკვეთური მუშაობის, დასვენების დღეების, შვებულების, დეკრეტული შვებულების და სხვა მსგავსი საკითხევის თაობაზე;
  • არსებული ორგანიზაციული სტრუქტურის, ანაზღაურების, საბონუსე და დაწინაურების სისტემის იურიდიული შეფასებას, კომენტირებასა და დახვეწას;
  • თანამშრომლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე კონსულტაციების გაწევას;
  • კონსულტაციების გაწევას შრომითი კანონმდებლობის დარღევიდან გამომდინარე დავების თავიდან არიდების მიზნით, მაგალითად ისეთების როგორიცაა თანაბარი შესაძლებლობების უფლების დარღვევის ან/და სქესის, რასის და სხვა საფუძვლებით დისკრიმინაციის შემთხვევების გამორიცხვა;
  • კონკრეტული თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას და მენეჯმენტის გადაწყვეტილების შემთხვევაში გათავისუფლების პროცედურის შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ და კანონშესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფას, რითაც მოსალოდნელი დავის რისკების მინიმუმანდე იქნება შემცირებული;
  • დამსაქმებლის წამომადგენლობას პროფესიულ კავშირებში და სხვა შრომით გაერთიანებებში, ასევე მონაწილობას კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.

არ იცით, ჩვენი რომელი სერვისი გესაჭიროებათ?

Back to top

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

სანამ გახვალთ!

უკვე დაათვალიერეთ ჩვენი სერვისები? იქნებ შეგვიძლია, რომ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ?