ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა მომსახურებები

შერწყმები და გაერთიანებები

ბევრი წარმატებული ინვესტიციის განხორციელება სწორედ ე.წ Mergers & Acquisitions-ის, (ჩვენებურად, შერწყმებისა და გაერთიანების), მეშვეობით მიიღწევა. ეს არის საერთაშორისო ტერმინი, რომელიც ზოგადად ასახავს კომპანიებისა და მათი აქტივების კონსოლიდირების პროცესს აქტივების ნასყიდობის, კონსოლიდაციის, სხვადასხვა ფინანსური გარიგებების, მენეჯმენტის შეძენის და თავად შერწყმებისა და გაერთიებებების ჩათვლით.

ბიზნეს საქმიანობის წარმატებით განვითარების შემთხვევებში როგორ წესი, დღის წესრიგში დგება ხოლმე სხვა კომპანიებთან გაერთიანების,  სხვა კომპანიის შეძენის ანდა სულაც თავად კომპანის, როგორც წარმატებული ბიზნესს მოდელის გაყიდვის საჭიროება. ასევე ბიზნესის განვითარების მიზნებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ერთი სამართლობრივი ფორმის საზოგადოების სხვა ფორმის საზოგადოებად გარდაქმნა (მაგალითად შპს-ს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა, რომელიც დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად უფრო ხელსაყრელი ფორმაა). აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიების რეორგანიზაცია: გარდაქმნა, შერწყმა, (მიერთება ან გაერთიანება) გამოყოფა (დაყოფა ან გამოყოფა) ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების თანამდევი შედეგია. ჩვენს იურისტებს გააჩნიათ მსგავსი გარიგებების დაგეგმვისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც უკავშრიდრდება არა მხოლოდ ლოკალური კომპანიებს შორის, არამედ ასევე  სხვადსახვა ქვეყნის ბიზნესებს შორის მოლაპარაკებებისას წარმომადგენლობას.

კომპანია „ვაიზ ედვაის“-ის გუნდს შეუძლია უზრუნველყოს, რომ თქვენი კომპანიის რეორგანიზაციის პროცესმა უმტკივნეულოდ და რისკების გარეშე ჩაიაროს, რისთვისაც გთავაზობთ:

  • წარმომადგენლობას ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას და განძრახულობათა ოქმის, გაუხმაურებლობის ხელშეკრულების ან/და ექსკლუზიური ხელშეკრულების მომზადებას;
  • გარიგებაში ჩართული კომპანიების იურიდიული და საგადასახადო შესფასების მომზადებასა და კორდინირებას;
  • რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გარიგების და მისი ეტაპების დაგეგმვას;
  • რეორგანიზაციის გარიგებასთან დაკავშირებული დოკუმენტების და ხელშეკრულებების პირობების შეთანხმებასა და ფორმულირებას;
  • რეორგანიზაციის შემდგომი სერვისებს, შეძენის ან გაერთიანების შემდგომი რესტრუქტურიზაციის, კორპორატიული სერვისის, პოსტ-გაერთიანების შემდგომი ინტეგრაციის, შეტყობინების, გამოქვეყნების და სხვა საჯარო ვალდებულებების შესრულებას.

არ იცით, ჩვენი რომელი სერვისი გესაჭიროებათ?

Back to top

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

სანამ გახვალთ!

უკვე დაათვალიერეთ ჩვენი სერვისები? იქნებ შეგვიძლია, რომ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ?