ცნობილია, რომ ბიზნესს იდეების დაახლოებით 90%-ი პროცენტი არასოდეს ხორციელდება, თუმცა იდეების დანარჩენი10%, რომელთა განხორციელებაც გადაწყვტიეს შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს და ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ბიზნესს იდეისათვის არასათანადო ბიზნესს მოდელის შერჩევა.
ბიზნეს იდეის წარმატებულ ბიზნესს ისტორიად გადაქცევისათვის პირველ ნაბიჟს წარმოადგენს კომპანიის დაფუძნება. ჩვეულებრივ, კომპანიის დაფუძნება იწყება ხოლმე პარტნიორთა შეთანხმებით და მთავრდება კომპანიის რეგისტრაციით. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს მხოლოდ კომპანიის რეგისტრაცია, როგორც წესი, არ არის ხოლმე საკმარისი ბიზნეს იდეის განვითარებისა და კომპანიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის, თუ აღნიშნული ბიზნესის მოდელის მოწყობის ან/და პარტნიორთა შეთანხმების ყველა დეტალი არ არის ზედმიწვნით ასახული სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კერძო თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც თავიანთი ბიზნესის წამოწყებას აპირებენ რემდენიმე დამფუძნებელთან ერთად; უცხოელი ინვესტორის მონაწილეობით; იმ ფინანსური სახსრებით, რომლებიც მიღებული აქვთ საფინანსო დაწესებულებებიდან ან ეინჯელ ინვესტორებისგან ან/და დამფუძვლებელთა პერსონალური უზრუნველყოფებით; ასევე იმ კომპანიებისათვის, რომელთა ბიზნესს საქმიანობა ექვემდებარება მკაცრ სახელმიფო რეგულირებას ან კომპანიებისათვი რომლებიც გეგმავენ თავიანთი პროდუქციის ექსპორტზე გატანას და სხვა.
ამასთანავე, ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკა მოწმობს, რომ ბიზნეს მოდელირებასთან/სტრუქტურირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მუდმივად იცვლება. ასეთი ცვილებები შეიძლება განპირობებული იყოს როგორც შიდა ორგანიზაციული მიზეზებით, როგორიცაა პარტნიორთა ურთიერთობების უკეთ რეგულირება ან/და არაკომპეტენტური მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიის დაძლევა, ასევე გარე ფაქტორებითაც, როგორიცაა ახალი რეგულაციების შემოღება; მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინება; ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა და სხვა. ცვილების საჭიროების დანახვა და მისი ასახვა კომპანიის ყოველდღიურ დღისწესრიგში განამწყვეტი ფაქტორია წარმატებული ბიზნესს მოდელის შექმისათვის. სხვაგვარად ყველა არაჩვეულებრივი ბიზნესს იდეა ასევე საუკეთესო ბიზნესს მოდელთან ერთად შესაძლოა მოხვდეს იმ ბინზნეს იდეებს შორის, რომელთა წარმატებით განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა.
კომპანია ვაიზ ედვაისის პროფესიონალთა გუნდი ექსპეტრული გამოცდილების მეშვეობით შეგირჩევთ საუკეთესო მოდელს თქვენი ბიზნეს იდეის წარმატებულ ბიზნეს ამბად გადაქცევისათვის.
ჩვენ გთავაზობთ ისეთი მომსახურეობებს როგორიცაა:
- კომპანიის სტრუქტურული მოწყობისა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენა, რაც მოიცავს: (i) პარტნიორთა შეთანხმებას; კომპანიის წესდებას; დებულებებს, რეგულაციების და სხვა კორპორატიული დოკუმენტებს; (ii) პარტნიორთა(აქციონერთა) კრებების მოწვევას, ამ კრებებზე წარმომადგენლობას კრების ოქმების შედგენას და გაფორმებას, ასევე (iii) საჯარო უფლებამოსილ ორგანოებისათვის ინფორმაციის წარდგენისა და სხვა ფორმალური მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას;
- სამეწარმეო რეესტრში წამომადგენლობა, კაპიტალის ბაზრებზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ან ფასიანი ქაღალდების რესტრის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანიებთან წარმომადგენლობა ან/და რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო ორგანოების (შემოსავლების სამსახურის, შრომის ინსპექციის, საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მარეგულერებელი ორგანიების) მხრიდან დადგენილი ყველა სახის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- განთავსებული კაპიტალის ფორმირების, მისი გაზრდის ან შემცირების და კაპიტალთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება;
- კონსულტაციების გაწევა პარტნიორთა კორპორატიული უფლება-მოვალეობების განხორციელებისა და მენეჯმენტის მიერ თავიანთი ფიდუციალური ვალდებულებების შესრულებისას იმ პრინციპების გამოყენების თაობაზე, რომლითაც მიღწეული იქნება კომპანიისა და ყველა მისი დამფუძნებლის საუკეთესო იტერესები და გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტი;
- კონსულტაციების გაწევა მინორიტარი პარტნიორების უფლებების თაობაზე და მინორიტარი პარტნიორების მხრიდან თავიანი უფლებამოსილების კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოთ გამოყენების თავიდან აცილება და სხვა.