პროდუქტის, სერვისებისა და ტექნოლოგიების თავისუფალი მიმოქცევა თანამედროვე გლობალიზაციის მთავარი მახასიათებელია. ეკონომიკურმა განვითარებამ მოითხოვა ისეთი სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ვაჭრობასა და ეკონომუკურ მიმოცვლას. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საერთაშორისო ტექნოლოგიური მიმოქცევამ, რაც მოიცავს პატენტების, საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლების გადაცემას და მათი გადაცემისათვის გადახდილმა ჰონორარებმა და ლიცენზიით სარგებლობის გადასახადებმა დრამატული ზრდა განიცადა.
ამრიგად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და მათი სათანადო გამოყენება მთავარ გამოწვევად იქცა ამ პროცესში ჩართული ბიზნესმენებისათვის.
საგულისხმოა ისიც, რომ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს ორი სახის კანონმდებლობას: ეროვნულს, რომელიც აწესებს ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე და საერთაშორისო და მულტინაციონალურს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადგენს მინიმალურ სტანდარტებს ეროვნული კანონმდებლობისათვის და მათი დაცვისათვის საერთაშორისო დონეზე. ასევე განსხვავდება ამ ორი კანონმდებლობის აღსრულებისა და ადმინისტრირების ორგანოები: ეროვნული ინტელექტუალური კანონმდებლობის შემთხვევაში ესენია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ადგილობრივი ოფისები, ხოლო საერთაშორის ხელშეკრულებებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად საერთაშორისო სავაჭირო ორგანიზაცია WTO, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ინტელექტრუალური საკუთრებით გაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების თაობაზე საერთაშორის შეთანხმების (TRIPS) შესრულებას მონაწილე სახელმწიფოების მიერ და მათ შორის განიხილავს დავებს ამ შეთანხმებით დაწესებული მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
ჩვენი გუნდი, რომელსაც გააჩნია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის თანამედრომე სისტემების მუშაობის გამორჩეული ცონდა, გთავაზობთ მომსახურეობას:
პატენტებთან დაკავშირებით:
თქვენი გამოგონების პატენტით დაცვის უფლების მოპოვებას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენს ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმისათვის რომ დავიცვათ და მოვიპოვოთ პატენტები უცხო სახელმწიფოებში, შევედავოთ სხვა ქვეყანაში დაცულ პატენტს ანდა დავიცვათ ჩვენი პატენეტები სხვა მფლობელისაგან შემოდავების შემთხვევაში..
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით:
თქვენი საფირო სახელწოდებისა და გუდვილის რეგისტრაციას, დაცვას და უკანონო გამოყენების აღკვეთას. ასევე კომპანიის ლოგოს, ნიშნების, ფერთა შემადგენლობის, პროდუქტის შეფუთვის და დიზაინის დაცვასა და რეგისტრაციას. ასევე ადმინისტრაციულ პროცედურებს, როგორიცაა სხვა მსგავსი ნიშნების მფლობელებთან შედავება ან გაუქმების მოთხოვნვა; სასაქონლო ნიშნების გამოყენების, პარალელური გამოყენებისა და დასაქმებულთა ვალდებულებების თაობაზე შეთანხმებების შედგენას; სასაქონლო ნიშნის უკანონო გამომყენებელთა წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოება ანდა სასაქონლი ნიშნის გამოყენების გაგრძელების მოთხოვნის დაცვა უკანონო გამოყენების ბრალდების მიუხედავად.
საავტორო უფლებებთან დაკავშირებით:
ავტორთა ნაშრომებისა და ხელოვნების ნიმუშების საავტორო უფლებებისა დაცვა, მათი რეგისტრაცია; საერთაშორისო დაცვის შესაძლებლობის შეფასება; პოტენციური დარღევისა და თავისუფალი გამოყენების შესახებ დასკვნის მომზადება, თანამშრომელთა მიერ შექმნილი ნაშრომიებისა და მათზე უფლებების თაობაზე შეთანხმებების შედგენა; საავტორო უფლებების გამოყენების, ლიცენზირების და გამოქვეყნების უფლების გაცემის საკითხებზე კონსულტაციები და შეთანხმებების შედგენა; სასამართლოში დავის წარმოება საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებზე; ანდა წარმომადგენლობა ასეთი დარღვევის ბრალდებისაგან თავის დასაცავად; ვებ-გერდებზე საავტორო უფლების დარღვევის ფაქტების აღკვეთა ასეთი მასალების ვებ-გვერდებიდან ამოღების საშუალებით.
ჩვენი მომსახურეობა მოიცავს კომპანიების მხარდაჭერას ისეთი მრავალფეროვანი ნაშრომებზე საავტორი უფლებების დაცვაში, როგორიცაა: კომპიუტერული პროგრამები; ელექტრონული ბაზები; მობილური აპლიკაციები; კომპიუტერული თამაშები; ბეჭდური და ონლაინ პუბლიკაციები; ტექნიკური და სამშენებლო მასალები; პროდუქტის ნახაზები და სქემები; ილუსტრაციები და არქიტექტურის გეგმები; ორნამენტებიანი და სამგანზომილებიანი პროდუქტის კონფიგურაცია; ხელოვნების ნიმუშები; მუსიკისა და ხმის ჩანაწერები.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით სარგებლობის გადაცემა და ლიცენზირებისათვის:
კონსულტაციების გაწევას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქვეშ მყოფი უფლებებით სარგებლობის თაობაზე და მათით სარგებლობის უფლების მოპოვების ან/და გადაცემის თაობაზე, შესაბამისი გარიგების დაგეგმვას და განხორციელებას; გაუხმაურებლობისა და კონფიდენციალურობის თაობაზე პირველადი ხელშეკრულების პროექტის ან/და მოლაპარაკებების შესაბამისი განძრახულობათა ოქმის შედგენას; ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით სარგებლობის ან/და პარალელური ან ნაწილობრივი გამოყენების შეთანხმებების შედგენას და სხვა დოკუმენტის მომზადებას, რომლებიც საჭირო იქნება ასეთი სარგებლობის უფლებების გადაცემისათვის.