სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პარალელურად უფრო და უფრო მეტ აქტუალურობას იძენს კონკურენციის რეგულირების საკითხები. თავისუფალი ბაზრის პირობებში ბიზნეს სუბიექტებს გააჩნიათ ბუნებრივი მიდრეკილება, რომ მათი შემოსავლების გაზრდისა და დანახარჯების ოპტიმიზაციისათვის განახორციელონ ისეთი მოქმედებები, რომლებიც უპირატესობას მიანიჭებს მათ კონკურენტებთან მიმართებაში. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოები აქტიურად ცდილობენ გააკონტროლონ ბიზნესს სუბიექტების ქცევა. ამასთან ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება არსებობს გარკვეული ბარიერები კონკრეტულ ბაზარზე შემსვლელი ახალი სუბიექტისათვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სწორედ კონკურენციის მაკონტროლებელი სახელწიფო ორგანოსადმი მიმართვა შეიძლება გახდეს აუცილებელი ასეთი ბარიერების აღმოფაფხვრელად.
ვაიზ ედვაისის გუნდი მზადაა მათ კლიენტებს შესთავაზოს მხარდაჭერა კონკურენციასთან დაკავშირებული შემდეგი შემთხვევების დარეგულირების მიზნით:
- ბიზნესს სუბიექტს გაუწიოს კონსულტაციები ახალ ბაზარზე შესვლისას კონკურენციის სახითხებთან დაკავშირებით;
- კონკურენტი კომპანიის მიერ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შეთმხვევაში დაადგინონ ასეთი ფაქტები, იქნება ეს: მტაცებლური ფასის დაწესება; ფასის შერჩევითი შემცირება; ფასისმიერი დისკრიმინაცია; ფასდათმობები მარჟის შეზღუდვა; მიწოდებაზე უარი თუ მიბმა/დაწყვილება და სხვა და აწარმოოს სამართლებრივი საქმე ასეთი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით;
- კომპანიების შერწყმის ან გაერთიანებებისას (ე.წ კონცენტრაციების), შეაფასოს მონოპოლიების ფორმირების რისკები და განახორციელოს ასეთი კონცენტრაციების თაობაზე შესაბამის ორგანოებისათვის შეტყობინების ვალდებულება;
- კონსულტირება გაუწიოს კლიენტების სხვა სუბიექტებთან ისეთი მოლაპარაკებების წარმოებისა და გარიგებების თაობაზე, რომლებიც შეიცავენ რისკებს განხილულ იქნენ კარტელურ გარიგებებად და უზრველყონ კომპანიის მხრიდან ისეთი აქტივობების განხორციელების აღკვეთა, რომლებიც შესაძლო განხილულ იქნეს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად ან/და კონკურენციის მარეგულირებული კანონმდებლობის სხვა სახის დარღვევად;
- ზოგადად დაეხმარონ კომპანიებს კონკურენციის კანონმდელობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაში.