კომპანიებისათვის და განსაკუთრებით საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი უნარი, რომ შეაფასონ და განჭვრიტონ მათი საქმიანობის მომავალი რისკები.
ზოგიერთ კომპანიებს გააჩნიათ განვითარების სათანადო ფინანსური და ბიზნესს გეგმა, ასევე საჭირო განსაკუთრებული ცოდნა და სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლები. თუმცა, მიუხედავად ამისა მათი უნარი განჭვრიტონ მათი საქმიანობის მომავალი რისკები მაინც შეზღუდულია. როგორც წესი, ბიზნესს საქმიანობის სირთულეები და დაბრკოლებები მოულოდნელად წარმოიშობა ხოლმე განსაკუთრებით ეკონომიკური ან პანდემიური კრიზისის, პარტნიორთა უთანხმოებისა და მათი გადახდისუუნარობის, თანამშრომელთა გაფიცვების ან/და შესაბამის ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების შემთხვევებში. ასეთი გართულებებისა და დაბრკოლებების შემთხვევები ხშირად გრძელვადიანი სასამართლო ან/და გადახდისუუნარობის პროცესით მთავრდება.
კომპანია „ვაიზ ედვაის“-ში გვჯერა, რომ ასეთი სირთულეებისა და დაბრკოლებების რისკები, რომლებსაც მივყავართ გადახდისუუნარობისა თუ გრძელვადიანი სასამართლო დავისკენ, შესაძლებელია წარმატებით იქნეს თავიდან არიდებული. უირიდიული აუდიტის ჩატარება არის მძლავრი იარაღი, რომელიც საშუალებას იძლევა შეაფსებული და გაანალიზებული იქნეს ის სამომავლო რისკები, რომლებიც შიძლება ემუქრებოდეს ჩვენი კლიენტების ბიზნეს საქმიანობას.
ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული იურიდიული აუდიტის სერვისი მოიცავს შეფასების მომზადებას:
- კლიენტის ორგანიზაციული სტრუქტურის თაობაზე;
- ხელშეკრულებების, მომსახურეობის ხელშეკრულებების, მომწოდებლებსა და სავაჭრო წარმომადგენლებთან ურთიერთობების ან/და გაყიდვების დოკუმენტების თაობაზე;
- უძრავი ქონების, საიჯარო ურთიერთობების და მათთან დაკავშირებულის კონტრაქტების თაობაზე;
- საკადრო პოლიტიკის, თანამშრომელთა შინაგანაწესის და შრომითი ხელშეკრულებების თაობაზე;
- პარტნიორთა შეთანხმებისა და ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებების თაობაზე;
- ინტელექტუალური საკუთრებისა და მათი ლიცენზირების ხელშეკრულებების თაობაზე;
- გაუხმაურებლობისა და კონკურენციის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებებს;
- რეგულირებადი სექტორის მონაწილე ბიზნესის შემთხვევაში ასეთ რეგულაციებთან შესაბამისობის თაობაზე.
იურიდიული აუდიტის საბოლოო მიზანია დადგენილ იქნეს ხარვეზების ჩამონათვლი და რეკომენდაციები მათი გამოსწორების გზების თაობაზე. ასეთი აღმოჩენები და რეკომენდაციები საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტს განსაზღვროს მისი საქმიანობის ყველა არსებული და პოტენციური რისკები. მას მერე რაც კლიენტი განახორციელებს იურიდიული დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებს, ყველა ის რისკი რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს ბიზნეს დავიდან, გაკოტრებიდან და ასევე სხვა ზოგადი სირთულეები და წინააღმდეგობები შესაძლოა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.