ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა მომსახურებები

შრომის სამართლებრივი საკითხები

ჩვენი პროფესიული ცოდნისა და უნარების გამოყენება საზოგაზოგადოებრივ ასპარესზე ძირითადად შრომითი ურთიერთობების დამყარების გზით ხორციელდება. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, კერძო პირების მხრიდან ძირითადად მხოლოდ ანაზღაურების პირობაზე ხდება ყურადღების გამახვილება და უგულვებელყოფილი რჩება შრომითი ურთიერთობის სხვა საკითხები, რომლებიც დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად შედგენილი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე რეგულირდება.

შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გათვალისწინების, შემოთავაზებული პირობების განხილვის და მათგან გამომდინარე რისკების შეფასების მიზნით  გთავაზობთ წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებში წარმომადგენლობას. ჩვენი მონაწილეობით დაზღვეული იქნებით გაუაზრებელ პირობებზე დათანხმებისაგან და შედეგად მიიღებთ ისეთ ხელშეკრულებას სადაც თქვენი  ინტერესები უპირატესად იქნება გათვალისწინებული.

ამასთან, თანამედროვე ტენდენციით ბევრი პროფესიონალი მომსახურეობის ბაზარზე  დამოუკიდებელი პროფესიონალის (ე.წ.“free-lancer”) სტატუსით მონაწილეობს, ისე რომ შრომითი ურთიერთობას საერთოდ არ ამყარებს.  ვაიზ ედვაისი ასეთ პროფესიონალებს სთავაზობს პოტენციურ დამკვეთებთან შესაბამისი მომსახურების გაწევის პირობების თაობაზე  მოლაპარაკებებში მონაწილეობას და შეთანხმებული პირობების თაობაზე  ხელშეკრულების სათანადო ფორმის შერჩევასა და მომზადებას.

და ბოლოს, მიუხედავად დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინებისა და სრულყოფილად შედგენილი ხელშეკრულებისა,  ურთიერთობებში მაინც დგება ხოლმე დაშორების საჭიროება. ასეთ შემთხვევებში, კიდევ უფრო მნიშველოვანია ხელშეკრულების მოშლიდან გამომდინარე საკითხები დარეგულირებული იყოს იურისტების ჩართულობით.

არ იცით, ჩვენი რომელი სერვისი გესაჭიროებათ?

Back to top

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

ბიზნესი

სამართალწარმოება

კერძო პირებისთვის

ფინანსური და სხვა სერვისები

სანამ გახვალთ!

უკვე დაათვალიერეთ ჩვენი სერვისები? იქნებ შეგვიძლია, რომ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ?